პროექტი 1
1.პროექტის სახელწოდება: „ოქრომრავალი საქართველო“
2.პროექტის მთავარი იდეა( თემა):
3.პროექტის აქტუალობა: პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეების
კვლევა- ძიების უნარის , კვლევის საგნის, კვლევის ეტაპების
განსაზღვრის განვითარებაში. დაეხმარება გააცნობიეროს მეცნიერების როლი კაცობრიობის
პროგრესში.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები სიამაყით ეცნობიან საქართველოს წარსულს და ისტორიას.
ჩვენი წინაპრების რუდუნებით მოტანილ ოქრომჭედლობის ნიმუშებს, ვანის სამარხებში ნაპოვნ
ნივთებს, თრიალეთის უამრავ ექსპონატს; ბექა და ბეშქენ ოპიზრების ნაკეთობები და უამრავი
ოქროს ნივთი.
5.მონაწილეთა ასაკი:16-17წელი
6.ვადები/ ხანგრძლივობა:20/09—20/11(2 თვე)
7.მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება ბლოგი სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ
თავიანთი დაკვირვების შდეგებს. ოქროს ნიმუშების მოპოვება ხელოვნებაში, ვებ გალერეაში გადაღებული ფოტოების ატვირთვა,მოაწყობენ
ფოტოგამოფენას მოძიებული მასალის ირგვლივ.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი.
ფოტოაპარატი, მუზეუმებში დაცული ოქროს ნიმუშების ფოტოასლები.
9. პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოსოქროსრესურებს
და სოციალურ- ეკონომიურ პერსპექტივებს; ოქროს მოპოვების კოლხურ წესს- ცხვრის ტყავის
საშუალებით, განსაკუთრებით სვანეთის მდინარეებში. მოაწყობენ სხვადასხვა ექსკურსიებს:
1.სასწავლო ექსკურსია ბოლნისის რაიონში, კერძოდ კაზრეთში.
2. სასწავლო ექსკურსია- თბილისის ეროვნული მუზეუმის
ოქროსფონდი.
3. სასწავლო ექსკურსია- ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდი.
4. სასწავლო ექსკურსია-ეროვნულ ბანკთან არსებული „ ფულის
მუზეუმი“.
ბოლოს , მოპოვებული მასალით აწყობენ კონფერენციას.
10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ამ პროექტის
განხიორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს სხვადასხვა საგანში : ქიმია-ოქრო ალქიმიკოსების
თვალით და ოქროს ფიზიკური და ქიმიური თვისებების შესწავლა. ისტორია- ოქროს მოპოვების სხვადასხვა მეთოდები ისტორიულად,
ხელოვნება - ოქროს გამოყენება ხელოვნებაში.
ეკონომიკა- ოქროს მნიშვნელობა სახელმწიფოსა და ეკონომიკაში.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ნინო დევრისაშვილი
13.პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი: ninodevrisashvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment